https://sputnik-georgia.com/20250727/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-bolo-monacemebi-294298737.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. 27.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-27T10:57+0400
2025-07-27T10:57+0400
2025-07-26T18:37+0400
საქართველო
დემოგრაფია
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283055421_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_28a1ea6c8e2a2afcb2ff43501a23027a.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია, ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2025 წლის 1-ელი ივნისისთვის.1-ელი იანვრის მონაცემებთან შედარებით პენსიონერების რაოდენობა 10,1 ათასი ადამიანით გაიზრდა.პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 3 ათასი მამაკაცია და 9,4 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.პენსია საქართველოშიდღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკის მიხედვით 350 ლარი და 450 ლარია.70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283055421_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_bd013320c0c1a11d28905c6c8169702b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დემოგრაფია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, დემოგრაფია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია, ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2025 წლის 1-ელი ივნისისთვის.
1-ელი იანვრის მონაცემებთან შედარებით პენსიონერების რაოდენობა 10,1 ათასი ადამიანით გაიზრდა.
პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 3 ათასი მამაკაცია და 9,4 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკის მიხედვით 350 ლარი და 450 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.