ქუთაისში ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა სამი პირის დაჭრის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას მამაკაცებს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი - 47 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0