https://sputnik-georgia.com/20250726/lentexis-kulturis-centris-direqtori-qrtamis-arebis-faqtze-daakaves-294297099.html
ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 26.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-26T16:39+0400
2025-07-26T16:39+0400
2025-07-26T16:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით მიხედვით, ბრალდებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ორი ხელშეკრულება დაამზადა - ერთი ფართის ქირავნობის, მეორე ფიქციურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. იგი მოთხოვნილი თანხის - 7.000 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-მდე წლამდე ვადით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ნათია სვანიძე თანამდებობაზე თებერვალში მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა და მას ერთ თვეში გამოსაცდელი ვადა ეწურებოდა. მანამდე ცენტრს აწგარდაცვლილი მაყვალა გაზდელიანი უძღვებოდა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სვანეთი
ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით მიხედვით, ბრალდებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი.
„ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ პირს ქრთამის სახით 20 ათასი ლარი მოსთხოვა. დაკავებულის მოთხოვნით, 5 ათასი ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ის ანგარიშზე, ხოლო 15 ათასი ლარი უნდა გადაეცათ მისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ორი ხელშეკრულება დაამზადა - ერთი ფართის ქირავნობის, მეორე ფიქციურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. იგი მოთხოვნილი თანხის - 7.000 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-მდე წლამდე ვადით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ნათია სვანიძე თანამდებობაზე თებერვალში მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა და მას ერთ თვეში გამოსაცდელი ვადა ეწურებოდა. მანამდე ცენტრს აწგარდაცვლილი მაყვალა გაზდელიანი უძღვებოდა.