https://sputnik-georgia.com/20250726/evrokavsirs-ar-surs-qartveli-xalxis-kitxvebs-upasuxos-papuasvili-294299262.html
ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს - პაპუაშვილი
ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ბოლო კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. 26.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-26T22:40+0400
2025-07-26T22:40+0400
2025-07-26T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი, ქართველი ხალხის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, იარლიყების მიკერების ტაქტიკას ამჯობინებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის პრესმდივნის განცხადების საპასუხოდ.მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს „საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს“ საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათი აზრით, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა რუსული სტილის კონსპიროლოგიური თეორიებითა და უთანხმოების მთესველი ნარატივებით“ მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.ბოლო კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ევროპული ბიუროკრატია უკრაინულ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში.გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილზე, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.მათი აზრით, ევროპა ცდილობს გარე ზეწოლის გზით გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პროცესებზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ, და „ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს ცრუ ღირებულებები“.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს - პაპუაშვილი
ბოლო კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი, ქართველი ხალხის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, იარლიყების მიკერების ტაქტიკას ამჯობინებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის პრესმდივნის განცხადების საპასუხოდ.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს „საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს“ საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათი აზრით, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა რუსული სტილის კონსპიროლოგიური თეორიებითა და უთანხმოების მთესველი ნარატივებით“ მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
„ევროკავშირის პრეს-სპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, "რუსულის" იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე”, - წერს პაპუაშვილი.
ბოლო კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ევროპული ბიუროკრატია უკრაინულ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილზე, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
მათი აზრით, ევროპა ცდილობს გარე ზეწოლის გზით გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პროცესებზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ, და „ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს ცრუ ღირებულებები“.