https://sputnik-georgia.com/20250725/100-larad-teqdatvalierebis-yalb-cnobebs-gascemdnen-marneulsi-ori-piri-daakaves-294283687.html
100 ლარად ტექდათვალიერების ყალბ ცნობებს გასცემდნენ - მარნეულში ორი პირი დააკავეს
100 ლარად ტექდათვალიერების ყალბ ცნობებს გასცემდნენ - მარნეულში ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი... 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T14:55+0400
2025-07-25T14:55+0400
2025-07-25T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ქრთამის სანაცვლოდ ავტომობილის ტექდათვალიერების ყალბი დასკვნის გაცემისთვის ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. მან მეორე დაკავებულთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. უწყების ცნობით, ასევე დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, ორივე მათგანი პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე არის დაკავებული და ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე ემუქრებათ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
100 ლარად ტექდათვალიერების ყალბ ცნობებს გასცემდნენ - მარნეულში ორი პირი დააკავეს
მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ქრთამის სანაცვლოდ ავტომობილის ტექდათვალიერების ყალბი დასკვნის გაცემისთვის ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. მან მეორე დაკავებულთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.
უწყების ცნობით, ასევე დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა,
ორივე მათგანი პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე არის დაკავებული და ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე ემუქრებათ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.