https://sputnik-georgia.com/20250724/guriasi-policiam-iarari-da-narkotikebi-amoiro-dakavebulia-ori-piri-294264682.html
გურიაში პოლიციამ იარაღი და ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
გურიაში პოლიციამ იარაღი და ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
63 და 27 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T12:16+0400
2025-07-24T12:16+0400
2025-07-24T12:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259223940_0:218:3068:1945_1920x0_80_0_0_0a6a901240c989c73be86017169f133a.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. 63 და 27 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ, დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა 10 ჭურვით, 3 მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი" და „ბუპრენორფინი". გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259223940_707:187:2846:1792_1920x0_80_0_0_3423d079cf1675309cab842f4c9bc11d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გურია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გურია
გურიაში პოლიციამ იარაღი და ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
63 და 27 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
63 და 27 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციამ, დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა 10 ჭურვით, 3 მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი" და „ბუპრენორფინი".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.