თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ექვსი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
პოლიციამ იარაღთან ერთად ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 26-დან 65 წლამდეა, სამი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები ამოიღეს.
უწყების ცნობით, იარაღთან ერთად ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0