https://sputnik-georgia.com/20250723/mediaplatpormis-angarishebi-daakadages-294246702.html
მედიაპლატფორმის ანგარიშების დაყადაღება - რა დგას სამართლებრივი გადაწყვეტილების უკან
მედიაპლატფორმის ანგარიშების დაყადაღება - რა დგას სამართლებრივი გადაწყვეტილების უკან
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების" ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T12:00+0400
2025-07-23T12:00+0400
2025-07-23T12:00+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
აჭარა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 21 ივლისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების გამო მედიაპლატფორმა „ბათუმელების" ანგარიში დააყადაღა, თუმცა, უწყება მზად არის კომპანიასთან გარიგების დასადებად, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.ანგარიშების დაყადაღების შემდეგ „ბათუმელებმა" განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ იცოდა ვალის შესახებ და ფარავდა მას, თუმცა, როდესაც უწყებას ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ მიმართა, უარი მიიღო. ოპოზიციაში მედიაპლატფორმის ანგარიშების დაყადაღება შეაფასეს როგორც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა.ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ანგარიშების დაყადაღება იყო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ავტომატურ რეჟიმში ღონისძიება.„ბათუმელების" განცხადებით, გამოცემამ ვალის ძირითადი ნაწილი - 47 ათასი ლარი - დაფარა და მისი ვალი ამჟამად არის დაგვიანებული გადახდისთვის დარიცხული საურავი (126 ათასი ლარი) და ჯარიმა (109 ათასი ლარი).ვინ არის მზია ამაღლობელი?ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს.გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც 37 დღე გაგრძელდა. ამ დროისთვის იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და განაჩენს ელოდება.ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , აჭარა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , აჭარა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მედიაპლატფორმის ანგარიშების დაყადაღება - რა დგას სამართლებრივი გადაწყვეტილების უკან
შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების" ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 21 ივლისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების გამო მედიაპლატფორმა „ბათუმელების" ანგარიში დააყადაღა, თუმცა, უწყება მზად არის კომპანიასთან გარიგების დასადებად, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ანგარიშების დაყადაღების შემდეგ „ბათუმელებმა" განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ იცოდა ვალის შესახებ და ფარავდა მას, თუმცა, როდესაც უწყებას ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ მიმართა, უარი მიიღო. ოპოზიციაში მედიაპლატფორმის ანგარიშების დაყადაღება შეაფასეს როგორც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა.
„შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ანგარიშების დაყადაღება იყო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ავტომატურ რეჟიმში ღონისძიება.
„შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები"/„ნეტგაზეთის" ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, დავალიანების დაფარვის საშუალება მისცეს, - ნათქვამია განცხადებაში.
„ბათუმელების" განცხადებით, გამოცემამ ვალის ძირითადი ნაწილი - 47 ათასი ლარი - დაფარა და მისი ვალი ამჟამად არის დაგვიანებული გადახდისთვის დარიცხული საურავი (126 ათასი ლარი) და ჯარიმა (109 ათასი ლარი).
ვინ არის მზია ამაღლობელი?
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს.
გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც 37 დღე გაგრძელდა. ამ დროისთვის იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და განაჩენს ელოდება.
ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.