https://sputnik-georgia.com/20250722/kobaxidze-evrokavshirtan-uvizo-rejimis-riskebsa-da-sargebelze-294238659.html
ვიზალიბერალიზაცია: პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის რისკებსა და სარგებელზე
ვიზალიბერალიზაცია: პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის რისკებსა და სარგებელზე
Sputnik საქართველო
ევროპული ბიუროკრატია პრიმიტიული მანიპულაციებით ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას, თუმცა ამ მეთოდებმა, კობახიძის თქმით, დიდი ხანია დაკარგა ეფექტურობა 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T15:00+0400
2025-07-22T15:00+0400
2025-07-22T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ პასუხობს ევროკავშირის ინტერესებს, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ არაპრაგმატულ და კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს გადადგამს, თავად თემამ კი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, უკვე ამოწურა საკუთარი თავი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. გასულ კვირას ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია და უსამართლობის შემთხვევაში იგი ისევე სამართლიანად მოახდენს რეაგირებას, როგორც გასული წლის 26 ოქტომბერს, როცა „მოსახლეობა დაირაზმა, უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა ევროპული ბიუროკრატიის ტავსმოხვეულ ორმაგ სტანდარტებზე".პრემიერის შეფასებით, არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში „არჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და პრიორიტეტი", თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტები, როგორიცაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირებულებების შენარჩუნება.კობახიძის განცხადებით, ეს ქართველი ხალხის მოტყუების პირველი მცდელობა არ არის.მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროპულმა ბიუროკრატიამ არაერთხელ გამოიყენა „სამარცხვინო ორმაგი სტანდარტები და მანიპულაციები“: საქართველოს არ გამოუყვეს 70 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არ დაიწყეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „რუსული“ უწოდეს.ევროპული ბიუროკრატია პრიმიტიული მანიპულაციებით ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას, თუმცა ამ მეთოდებმა, პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ხანია დაკარგა ეფექტურობა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში, ასეთი მანიპულაციები არც ერთი ფორმით არ გამოიწვევს რაიმე შედეგს.2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ვიზალიბერალიზაცია: პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის რისკებსა და სარგებელზე
ევროპული ბიუროკრატია პრიმიტიული მანიპულაციებით ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას, თუმცა ამ მეთოდებმა, კობახიძის თქმით, დიდი ხანია დაკარგა ეფექტურობა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ პასუხობს ევროკავშირის ინტერესებს, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ არაპრაგმატულ და კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს გადადგამს, თავად თემამ კი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, უკვე ამოწურა საკუთარი თავი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირას ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
„პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობა. აქედან გამომდინარე, არ ვიცით თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია და უსამართლობის შემთხვევაში იგი ისევე სამართლიანად მოახდენს რეაგირებას, როგორც გასული წლის 26 ოქტომბერს, როცა „მოსახლეობა დაირაზმა, უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა ევროპული ბიუროკრატიის ტავსმოხვეულ ორმაგ სტანდარტებზე".
პრემიერის შეფასებით, არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში „არჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და პრიორიტეტი", თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტები, როგორიცაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირებულებების შენარჩუნება.
კობახიძის განცხადებით, ეს ქართველი ხალხის მოტყუების პირველი მცდელობა არ არის.
მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროპულმა ბიუროკრატიამ არაერთხელ გამოიყენა „სამარცხვინო ორმაგი სტანდარტები და მანიპულაციები“: საქართველოს არ გამოუყვეს 70 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არ დაიწყეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „რუსული“ უწოდეს.
ევროპული ბიუროკრატია პრიმიტიული მანიპულაციებით ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას, თუმცა ამ მეთოდებმა, პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ხანია დაკარგა ეფექტურობა.
„იმდენად გაცვდა ეს ტყუილები, რომ აქ ვიზალიბერალიზაციის თემამაც კი ამოწურა თავისი თავი, როგორც ხალხის დაშანტაჟების ინსტრუმენტმა. ამიტომ, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს სრულიად არაპრაგმატულ და მისთვის კონპროდუქტიულ ნაბიჯს", - განაცხადა მან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში, ასეთი მანიპულაციები არც ერთი ფორმით არ გამოიწვევს რაიმე შედეგს.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.