https://sputnik-georgia.com/20250721/saqartvelom-da-somxetma-readmissis-shesaxeb-shetanxmeba-gaapormes-294227560.html
საქართველომ და სომხეთმა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველომ და სომხეთმა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T18:40+0400
2025-07-21T18:40+0400
2025-07-21T18:40+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294226353_0:74:2048:1226_1920x0_80_0_0_29796d9f42df5b15198c6ad7ab75b7a7.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა რეადმისიის შესახებ მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და საქართველოში ოფიციალყური ვიზიტით მყოფმა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა.უწყების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.გელა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.შეხვედრა პრემიერთანგარდა ამისა, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. „ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება“, - აღნიშნულია განცხადებაში. კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. საქართველო და სომხეთი საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. 2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294226353_393:0:2028:1226_1920x0_80_0_0_f91b056566ccbd27cb07a11053d3bc92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ და სომხეთმა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა რეადმისიის შესახებ მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და საქართველოში ოფიციალყური ვიზიტით მყოფმა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა.
უწყების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
გელა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
გარდა ამისა, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.
„ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.