https://sputnik-georgia.com/20250721/--------294222606.html
თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ძმები დააკავეს
თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ძმები დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T12:13+0400
2025-07-21T12:13+0400
2025-07-21T12:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო უწყება 20 და 24 წლის ძმებს ჯგუფურად ჩადენილძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.შეჯახების შემდეგ ბრალდებულსა და ავტომანქანის მძღოლს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებული მამაკაცის დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმაც, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტომანქანის მძღოლი დანით დაჭრა.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ძმები დააკავეს
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 20 და 24 წლის ძმებს ჯგუფურად ჩადენილძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ ბრალდებულსა და ავტომანქანის მძღოლს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებული მამაკაცის დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმაც, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტომანქანის მძღოლი დანით დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.