საქართველო საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringer„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2025
გამოწერა
რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დაახლოებით 80 უკრაინის მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის ციხეებში სასჯელმოხდილი პირები არიან, თუმცა საქართველომ აღნიშნული პირების ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველომ უკრაინულ მხარეს რუსეთიდან დეპორტირებული და სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „დარიალის" ტერიტორიაზე ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში..
რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დაახლოებით 80 უკრაინის მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის ციხეებში სასჯელმოხდილი პირები არიან, თუმცა საქართველომ აღნიშნული პირების ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა. შსს-ს ცნობით, ამ ადამიანების უმეტესობა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოსვლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
„ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში... თუმცა, უკრაინის მხარეს ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით.
„შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში იმედს გამოთქვამენ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0