ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული 24 წლის მამაკაცი ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2025
გამოწერა
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე მუქარის ბრალდებით აჭარაში 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს სისტემატურად უთვალთვალებდა. როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა.
ბრალდებულმა მუქარა, განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც.
პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0