https://sputnik-georgia.com/20250720/narkotestireba-saqartveloshi-epeqtianoba-da-statistika-294213835.html
ნარკოტესტირება საქართველოში - ეფექტიანობა და სტატისტიკა
ნარკოტესტირება საქართველოში - ეფექტიანობა და სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 20.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-20T09:55+0400
2025-07-20T09:55+0400
2025-07-20T09:55+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ნარკოტესტზე შემოწმებული მოქალაქეების 75,2%-ს დაუდასტურდა. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებაზე 3.281 ადამიანი შეამოწმა და ექსპერტიზის შედეგად დადებითი პასუხი 2.468 პირს დაუდასტურდა.ყველაზე მეტი ადამიანი შემოწმდა თბილისში. 1,475 შემოწმებული პირიდან 1.250 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც305 პირიდან ნარკოტიკების მოხმარება 250-ს დაუდასტურდა. მესამე ადგილზეა კახეთი - ნარკოტიკული ინტოქსიკაცია 282 ადამიანიდან 173-ს დაუდასტურდა.საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ არა საზოგადოებრივ ადგილებში და არასრულწლოვნების თანდასწრებით.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.როგორ მოხდება შემოწმებაშემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ნარკოტესტირება საქართველოში - ეფექტიანობა და სტატისტიკა
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ნარკოტესტზე შემოწმებული მოქალაქეების 75,2%-ს დაუდასტურდა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებაზე 3.281 ადამიანი შეამოწმა და ექსპერტიზის შედეგად დადებითი პასუხი 2.468 პირს დაუდასტურდა.
ყველაზე მეტი ადამიანი შემოწმდა თბილისში. 1,475 შემოწმებული პირიდან 1.250 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც305 პირიდან ნარკოტიკების მოხმარება 250-ს დაუდასტურდა. მესამე ადგილზეა კახეთი - ნარკოტიკული ინტოქსიკაცია 282 ადამიანიდან 173-ს დაუდასტურდა.
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ არა საზოგადოებრივ ადგილებში და არასრულწლოვნების თანდასწრებით.
სამართალდამცველებს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენის უფლება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან მიეცათ. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
შემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
მოქალაქეს უფლება ექნება უარი თქვას პოლიციელთან ერთად წასვლაზე, მაგრამ შემდეგ იგი ვალდებული იქნება, უარის თქმიდან ოთხი საათის განმავლობაში გაიაროს შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტში ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია დასრულებული შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.
თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.