https://sputnik-georgia.com/20250719/saqartvelos-da-turqetis-ministrebma-eleqtroenergiis-gamtarobis-gazrdaze-imsjeles-294207836.html
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა ელექტროენერგიის გამტარობის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა ელექტროენერგიის გამტარობის გაზრდაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული... 19.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-19T12:02+0400
2025-07-19T12:02+0400
2025-07-19T12:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23560/18/235601855_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_a70d4b51ace4d2128152ff64a0f2599c.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.შეხვედრა თურქეთში ეკონომიკის მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, შედგა მსჯელობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.საქართველო და თურქეთისაქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23560/18/235601855_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_cac3c3a05d6d9274afa174966890ba9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თურქეთი
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა ელექტროენერგიის გამტარობის გაზრდაზე იმსჯელეს
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
შეხვედრა თურქეთში ეკონომიკის მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, შედგა მსჯელობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.
„დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.