პოლიციელებზე თავდასხმა გორში: ბრალდებულებს განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnikპოლიცია გორში
პოლიცია გორში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2025
გამოწერა
არასრულწლოვანს და მის მამას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმაში ხუთ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა, რადგან ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საქმის დეტალები
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიციელებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ერთ-ერთი მათგანის დაკავებისას ადგილზე დამატებით მისული პოლიციელებიდან ერთს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცული მოუქნია, რის შედეგადაც პოლიციელი დაიჭრა. ასევე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს. ბრალდებულების დაკავებისას, ხელის შეშლის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა სამმა პირმა ჯგუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს.
პროკურორის განცხადებით, დაპირისპირების დროს, აგრესიისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით, პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში განხორციელდა ჰაერში გასროლა.
მამა-შვილს ბრალად ედება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენებს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0