https://sputnik-georgia.com/20250719/batumsi-mamakacis-mkvlelobis-saqmeze-ori-ucxoeli-daakaves-294207326.html
ბათუმის რესტორანში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი უცხოელი დააკავეს
ბათუმის რესტორანში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი უცხოელი დააკავეს
Sputnik საქართველო
პარასკევს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქე ჩაცხრილეს 19.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-19T11:20+0400
2025-07-19T11:20+0400
2025-07-19T14:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბათუმი
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში, რესტორან Le Méridien-ში პარასკევს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ 18 ივლისს ა.ე.-მ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რესტორანში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სროლამდე ისმოდა ხმამაღალი საუბარი, შემდეგ კი რესტორანში, სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, რესტორნის სხვა სტუმრები და თანამშრომლები არ დაშავებულან.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბათუმის რესტორანში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი უცხოელი დააკავეს
11:20 19.07.2025 (განახლებულია: 14:16 19.07.2025) პარასკევს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქე ჩაცხრილეს
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში, რესტორან Le Méridien-ში პარასკევს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ 18 ივლისს ა.ე.-მ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რესტორანში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სროლამდე ისმოდა ხმამაღალი საუბარი, შემდეგ კი რესტორანში, სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, რესტორნის სხვა სტუმრები და თანამშრომლები არ დაშავებულან.