https://sputnik-georgia.com/20250718/sinagan-saqmeta-saministrom-450-kg-narkotikuli-sasualebebi-gaanadgura-294201066.html
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 450 კგ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 450 კგ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
Sputnik საქართველო
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. 18.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-18T16:58+0400
2025-07-18T16:58+0400
2025-07-18T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/11/239231161_0:101:2419:1462_1920x0_80_0_0_1748180c44ddd8ef1372c4efd6a521e3.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. კერძოდ, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. უწყების ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. მანამდე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი საცავიდან ნარკოტიკულ საშუალებებს საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით გადაიტანენ შესაბამის ლოკაციაზე, სადაც მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა-განადგურება ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/11/239231161_168:0:2252:1563_1920x0_80_0_0_f73c14bc6b2f2e0a841a0e9facddee87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 450 კგ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
კერძოდ, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
707 გრამი და 755 ტაბლეტი მდმა,
811 ტაბლეტი ბუპრენორფინი,
1850 ტაბლეტი პრეგაბალინი, 256 ტაბლეტი ტრამადოლი,
ასევე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.
მანამდე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება.
სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი საცავიდან ნარკოტიკულ საშუალებებს საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით გადაიტანენ შესაბამის ლოკაციაზე, სადაც მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა-განადგურება ხორციელდება.