https://sputnik-georgia.com/20250718/saxelmwifosgan-motyuebit-titqmis-milioniani-grantis-mirebistvis-12-piri-daakaves-294203116.html
სახელმწიფოსგან მოტყუებით თითქმის მილიონიანი გრანტის მიღებისთვის 12 პირი დააკავეს
სახელმწიფოსგან მოტყუებით თითქმის მილიონიანი გრანტის მიღებისთვის 12 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 18.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-18T21:10+0400
2025-07-18T21:10+0400
2025-07-18T21:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საქმე ეხება „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების 150.000-ლარიანი დაფინანსების პროგრამას, რომელიც დაკავებულებმა თაღლითურად გამოიყენეს.დაკავებულებს შორისაა სააგენტოს ყოფილი თანამშრომელიც, რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ. ის დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე.უწყების ცნობით, აღნიშნული სქემით ბრალდებულებმა ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოსგან მოტყუებით 8-ჯერ მიიღეს გრანტი, ჯამში, 826.815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდეგ არადანიშნულებისამებრ, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით და წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სახელმწიფოსგან მოტყუებით თითქმის მილიონიანი გრანტის მიღებისთვის 12 პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების 150.000-ლარიანი დაფინანსების პროგრამას, რომელიც დაკავებულებმა თაღლითურად გამოიყენეს.
დაკავებულებს შორისაა სააგენტოს ყოფილი თანამშრომელიც, რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ. ის დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე.
„დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა, თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სქემით ბრალდებულებმა ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოსგან მოტყუებით 8-ჯერ მიიღეს გრანტი, ჯამში, 826.815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდეგ არადანიშნულებისამებრ, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით და წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.