https://sputnik-georgia.com/20250718/ramdeni-adamiani-daikarga-ugzoukvlod-eqvsi-tvis-statistika-294195468.html
რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა
რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. 18.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-18T11:27+0400
2025-07-18T11:27+0400
2025-07-18T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492755_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fd76e401f3cdd950520a0e145c1c3fe8.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.024 ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 28 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია.რაც შეეხება 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 64 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 36. ამასთან, 6 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენ 28 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.დაკარგულთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში დაიკარგა 7 უცხოელი, მათგან 5 იპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492755_328:0:3059:2048_1920x0_80_0_0_48f440dc58205b56965e1e05d3b84a2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გიორგი გახარია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გიორგი გახარია
რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა
დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.024 ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 28 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 64 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 36. ამასთან, 6 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენ 28 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.
დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
დაკარგულთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში დაიკარგა 7 უცხოელი, მათგან 5 იპოვეს.