პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2025
გამოწერა
დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და აჭარაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 21-დან 55 წლამდეა, ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. უწყების ცნობით, 6 ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ერთ-ერთი დაკავებული ქალია.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობას, რეალიზაციის მცდელობას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ალფა პვპ, მეთადონი, კლეფედრონი, მდმა, მარიხუანა და 122 ძირი მცენარე კანაფი.
ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0