ურანის უკანონო შეძენისა და გასაღების ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

© State Security Service Of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების - ურანის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების - ურანის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს. - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2025
გამოწერა
სუსის ინფორმაციით, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მლნ აშშ დოლარად იგეგმებოდა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კეროდ, კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიაქტიური ქიმიური ელემენტის - ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიაქტიური ალფა და გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მლნ აშშ დოლარად იგეგმებოდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობას გულისხმობს და სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0