თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2025
გამოწერა
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 44-დან 50-მდე წლამდეა, საგამოძიებო უწყება ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომობილში მჯდომ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს. თავდამსხმელმა მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თანხას, ასევე მათ დროებით სარგებლობაში არსებულ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარი სროლის შედეგად, ერთ-ერთი პირი ქვედა კიდურის არეში დაიჭრა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ ყაჩაღურ თავდასხმას ორგანიზება გაუწია და დაგეგმა მეორე ბრალდებულმა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0