https://sputnik-georgia.com/20250717/sapatrulo-policiam-sami-piri-daakava-ras-edavebian-mamakacebs-294185983.html
საპატრულო პოლიცამ სამი პირი დააკავა - რას ედავებიან მამაკაცებს
საპატრულო პოლიცამ სამი პირი დააკავა - რას ედავებიან მამაკაცებს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა დანაშაულებში ედებათ, ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში მათ ციხეში 7 წლის გატარება მოუწევს. 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T15:21+0400
2025-07-17T15:21+0400
2025-07-17T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6690ee0b005bf6a22a581f5b10ae5127.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საპატრულო პოლიცამ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. ერთ-ერთს, 37 წლის მამაკაცს სამართალდამცველები იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებვიან, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის უკვე არის ნასამართლევი. მის თანმხლებ პირს, ასევე წარსულში ნასამართლევ 50 წლის მამაკაცს, ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. რაც შეეხება მესამეს, 30 წლის მამაქკაცს, ის სამართალდამცველებისთის ცრუ ინფორმაციის მიაწოდებისთვის არის დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ 37 წლის მამაკაცი თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. ეჭვმიტანილის ჩხრეკისას კი მისმა თანმხლებმა პირმა პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მესამე ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_7da57ef5e1475fa196c19a45da3c9b92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საპატრულო პოლიცამ სამი პირი დააკავა - რას ედავებიან მამაკაცებს
დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა დანაშაულებში ედებათ, ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში მათ ციხეში 7 წლის გატარება მოუწევს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საპატრულო პოლიცამ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.
ერთ-ერთს, 37 წლის მამაკაცს სამართალდამცველები იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებვიან, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის უკვე არის ნასამართლევი. მის თანმხლებ პირს, ასევე წარსულში ნასამართლევ 50 წლის მამაკაცს, ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. რაც შეეხება მესამეს, 30 წლის მამაქკაცს, ის სამართალდამცველებისთის ცრუ ინფორმაციის მიაწოდებისთვის არის დაკავებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ 37 წლის მამაკაცი თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. ეჭვმიტანილის ჩხრეკისას კი მისმა თანმხლებმა პირმა პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მესამე ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.