https://sputnik-georgia.com/20250717/ratom-asantajeben-saqartvelos-uvizo-rejimis-gauqmebit-mamuka-mdinarazis-pasuxi-294186520.html
რატომ აშანტაჟებენ საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით - მამუკა მდინარაძის პასუხი
რატომ აშანტაჟებენ საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით - მამუკა მდინარაძის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის... 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T16:02+0400
2025-07-17T16:02+0400
2025-07-17T16:02+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590319_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_df9e1b76cff7d95897d7daee99872389.jpg
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი ძალები თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ მუქარებზე აგებენ, რათა ქართველი ხალხი აიძულონ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ქვეყანა ომში ჩაითრიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ბეატე გმინდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ითხოვა უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის ბოლო პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.მისი თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარა შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება. თუმცა, მისი თქმით, თუ საქართველო მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებს და ზეწოლას გაუძლებს, ეს ბერკეტი ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ, მდინარაძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმი რეალურად შეჩერდება, თუმცა ზეწოლის მცდელობები შესაძლოა გაგრძელდეს.მდინარაძის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები სექტემბრის პირველ და შუა რიცხვებამდე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გარკვეულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან, რაზეც საკუთარ დღის წესრიგს აგებენ. მისი თქმით, მათი მიზანია მოსახლეობის დაშინება, რათა ხალხმა უარყოს მოქმედი ხელისუფლება და ძალაუფლება გადასცეს ისეთ ჯგუფს, რომელიც მზადაა ქვეყანა ომში ჩაითრიოს.„ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენს გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე აქ არანაირი მანიპულირებას აზრი არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.საქართველო და უვიზო რეჟიმი2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.საქართველოსთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590319_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_b26fa4203f66e18efede49d4811b8aad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რატომ აშანტაჟებენ საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით - მამუკა მდინარაძის პასუხი
საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი ძალები თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ მუქარებზე აგებენ, რათა ქართველი ხალხი აიძულონ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ქვეყანა ომში ჩაითრიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ბეატე გმინდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ითხოვა უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის ბოლო პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.
„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს?- ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარა შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება. თუმცა, მისი თქმით, თუ საქართველო მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებს და ზეწოლას გაუძლებს, ეს ბერკეტი ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ, მდინარაძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმი რეალურად შეჩერდება, თუმცა ზეწოლის მცდელობები შესაძლოა გაგრძელდეს.
მდინარაძის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები სექტემბრის პირველ და შუა რიცხვებამდე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გარკვეულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან, რაზეც საკუთარ დღის წესრიგს აგებენ. მისი თქმით, მათი მიზანია მოსახლეობის დაშინება, რათა ხალხმა უარყოს მოქმედი ხელისუფლება და ძალაუფლება გადასცეს ისეთ ჯგუფს, რომელიც მზადაა ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
„ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენს გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე აქ არანაირი მანიპულირებას აზრი არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველო და უვიზო რეჟიმი
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.