https://sputnik-georgia.com/20250717/kokoska-uwylo-foxre-policiam-qurdul-samyarostan-kavsiristvis-20-piri-daakava-294188438.html
„კოკოშკა", „უწყლო", „ფოხრე": პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 20 პირი დააკავა
„კოკოშკა", „უწყლო", „ფოხრე": პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 20 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T19:20+0400
2025-07-17T19:20+0400
2025-07-17T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259652548_0:0:2659:1497_1920x0_80_0_0_1129b468d1cfe889670d0c69bfcad049.png
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, 4 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა ასაკი 19-დან 66 წლამდეა. უწყების ცნობით, ისინი "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის", "კანონიერი ქურდისთვის" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის" ბრალდებით არიან დაკავებული. მათ შორის არიან პირები მეტსახელად "კოკოშკა", "ფარეხელა", "უწყლო", "ბელეშა", "ჯაგა", "ჩინელა", "სტალინა" და "ფოხრე". რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ თენგიზ ხოფერიასა (მეტსახელად "ჭინკა") და ირაკლი ლეჟავას (მეტსახელად "ლაზარე"), მათ ბრალი "კანონიერი ქურდობისთვის" დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო ერთ პირს "ქურდული სამყაროს წევრობისთვის". ინტერპოლის მიერ ძებნილ კიდევ ერთ პირს ბრალი "ქურდული სამყაროს წევრობისა" და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. კერძოდ, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები" - თენგიზ ხოფერია და ირაკლი ლეჟავა მონაწილეობდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259652548_611:0:2640:1522_1920x0_80_0_0_7ab4c85835d822fbb7b4986f4bdaf90d.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„კოკოშკა", „უწყლო", „ფოხრე": პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 20 პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, 4 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 19-დან 66 წლამდეა. უწყების ცნობით, ისინი "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის", "კანონიერი ქურდისთვის" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის" ბრალდებით არიან დაკავებული. მათ შორის არიან პირები მეტსახელად "კოკოშკა", "ფარეხელა", "უწყლო", "ბელეშა", "ჯაგა", "ჩინელა", "სტალინა" და "ფოხრე".
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ თენგიზ ხოფერიასა (მეტსახელად "ჭინკა") და ირაკლი ლეჟავას (მეტსახელად "ლაზარე"), მათ ბრალი "კანონიერი ქურდობისთვის" დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო ერთ პირს "ქურდული სამყაროს წევრობისთვის". ინტერპოლის მიერ ძებნილ კიდევ ერთ პირს ბრალი "ქურდული სამყაროს წევრობისა" და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. კერძოდ, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები" - თენგიზ ხოფერია და ირაკლი ლეჟავა მონაწილეობდნენ.
„დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.