გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა: დაშავებულია ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალი კორპუსების მშენებლობა აჭარაში
ახალი კორპუსების მშენებლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2025
გამოწერა
ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0