https://sputnik-georgia.com/20250717/adigensi-axalgarda-mamakaci-mokles-dakavebulia-erti-piri-294190528.html
ადიგენში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
ადიგენში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T22:32+0400
2025-07-17T22:32+0400
2025-07-17T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_ea07e42a29528e691cf551462aa05dc8.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ადგიგენში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 51 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. შემთხვევა მიმდინარე წლის 17 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d7b38c606f925740218d7126f38b34dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადიგენში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ადგიგენში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 51 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა მიმდინარე წლის 17 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.