https://sputnik-georgia.com/20250716/policiam-narkodanashaulistvis-ukrainis-moqalaqeebi-daakava-294174778.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T15:44+0400
2025-07-16T15:44+0400
2025-07-16T15:44+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.20 და 30 წლის პირებს საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტროსასწორი.გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავა
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
20 და 30 წლის პირებს საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტროსასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.