https://sputnik-georgia.com/20250715/zemo-acharashi-aziur-parosanas-ebrzvian-294160782.html
ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას ებრძვიან
ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T14:29+0400
2025-07-15T14:29+0400
2025-07-15T14:29+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.უწყების ცნობით, ზემო აჭარაში ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ახორციელებენ.ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აჭარა , ახალი ამბები
ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას ებრძვიან
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება”, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ზემო აჭარაში ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ახორციელებენ.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.