400-ზე მეტი აბი „სუბოტექსი“: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემტხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სობოტექსის“ 439 აბი და აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0