https://sputnik-georgia.com/20250715/nacmozraobam-kaladzis-winaagmdeg-sachivari-sheitana-294161514.html
„ნაცმოძრაობა “ კალაძის და მერიის „დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვს
„ნაცმოძრაობა “ კალაძის და მერიის „დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიაში მიიჩნევენ, რომ გუშინ მომხდარი ტრაგედიის ერთ- ერთი მიზეზი მერიის მაღალჩინობლების გულგრილობაა. 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T13:28+0400
2025-07-15T13:28+0400
2025-07-15T13:28+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს პროკურატურა
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.განუცხადა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს.14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.როგორც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება „მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება“.ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, რაც გუშინ მოხდა, ეს უბრალოდ უყურადღებობა კი არა, სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობაა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.გუშინ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, ახალი ამბები
„ნაცმოძრაობა “ კალაძის და მერიის „დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვს
ოპოზიციური პარტიაში მიიჩნევენ, რომ გუშინ მომხდარი ტრაგედიის ერთ- ერთი მიზეზი მერიის მაღალჩინობლების გულგრილობაა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
განუცხადა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს.
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება „მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება“.
„ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძისა და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, რაც გუშინ მოხდა, ეს უბრალოდ უყურადღებობა კი არა, სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობაა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
„მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა”, -აღნიშნა ფარულავამ.
გუშინ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.