ბათუმის-გონიოს გზაზე ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2025
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმის-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0