18 ბიუროკრატის სამარცხვინო განცხადება - თბილისში ევროპის კრიტიკას უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2025
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ ხალხზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ განაცხადა და ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და დასავლელი დიპლომატები დაადანაშაულა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. 18 ევრობიუროკრატის სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე, განაცხადა პარრტია „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა.
17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრებები „საქართველოში დემოკრატიის კრახისა და ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლის ნიშანი“ უწოდეს. მათი თქმით, ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებსა და ევროპელ პარტნიორებთან მის ურთიერთობებს.
„18 ევრობიუროკრატის ეს სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ქართველი ხალხის არჩევანზე", - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, განცხადება მთელ რიგ უზუსტობას შეიცავს, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო თანმიმდევრულად პასუხობს.
„თუ დავუკვირდებით ამ განცხადებას, გამოდის რომ ისინი ფაქტობრივად უკმაყოფილოები არიან იმით, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა სრულდება და სამართლიანობა, მართლწესრიგი არის შესრულებული იმ დონეზე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი და თვითონ ევროპის სამართალი მოითხოვს“, - განაცხადა სეფაშვილმა.
ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ უპასუხისმგებლო განცხადებით, რომელიც, მმართველი პარტიის წევრ ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას და ძალადობის წაქეზებას საქართველოში.
„ამ შემთხვევაში მიზანი მარტივი და ნათელია: ცდილობენ ყველანაირ ფასად მოახდინონ ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია და საქართველოს ხელისუფლების სათავეში იმ აგენტოკრატიული მმართველობის დაბრუნება, რომლის წარმომადგენელიც 9 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ჩოჩიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მოსაზრებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სთეითის“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.
მმართველ პარტიაში ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებას საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის შესახებ დეზინფორმაცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ განხორციელებული დაპატიმრებები იმის შედეგი იყო, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ ასევე დეზინფორმაცია უწოდა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ საქართველოში „რეპრესიული კანონები“ იქნა მიღებული.
„ქართული ოცნების" განმარტებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
„ქართულმა ოცნებამ“ სრული მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც სურს საქართველოსთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობა.
ყველა ახალი ამბავი
0