https://sputnik-georgia.com/20250714/policiam-gnzrax-mkvlelobis-mcdelobis-paqtze-4-piri-daakava-294146822.html
გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T13:29+0400
2025-07-14T13:29+0400
2025-07-14T13:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათვქამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ,იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დაკავებული ოთხი პირიდან, რომელთა ასაკი 20-დან 45 წლამდეა, ერთი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას კიდევ ერთ პირს ედავებიან, დანარჩენ ორ პირს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთმა დაკავებულმა, 43 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 წლის ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად 43 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან მივიდა.ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, მამაკაცმა, რომელსაც „საქმის გასარჩევად” მიადგნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიჭრა მოწინააღმდეგე მხრიდან ერთ- ერთი თანმხლები პირი, ასევე 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ასევე წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.მომხდარის შემდეგ კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა ბიჭმა ტერიტორია მის ძმისშვილთან ერთად დატოვა, რომელიც დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით სხვა პირისგან, 45 წლის მამაკაცისგან ამოიღეს, რომელიც ასევე დაკავებულია როგორც ბრალდებული პირი.საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათვქამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ,იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებული ოთხი პირიდან, რომელთა ასაკი 20-დან 45 წლამდეა, ერთი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას კიდევ ერთ პირს ედავებიან, დანარჩენ ორ პირს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთმა დაკავებულმა, 43 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 წლის ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად 43 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან მივიდა.
ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, მამაკაცმა, რომელსაც „საქმის გასარჩევად” მიადგნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიჭრა მოწინააღმდეგე მხრიდან ერთ- ერთი თანმხლები პირი, ასევე 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ასევე წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
მომხდარის შემდეგ კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა ბიჭმა ტერიტორია მის ძმისშვილთან ერთად დატოვა, რომელიც დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით სხვა პირისგან, 45 წლის მამაკაცისგან ამოიღეს, რომელიც ასევე დაკავებულია როგორც ბრალდებული პირი.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.