https://sputnik-georgia.com/20250713/saqartvelo-da-chineti-ganatlebasa-da-turizmshi-tanamshromlobas-gegmaven-294134516.html
საქართველო და ჩინეთი განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
საქართველო და ჩინეთი განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა. 13.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-13T09:53+0400
2025-07-13T09:53+0400
2025-07-13T09:53+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი იყო განხილვის მთავარი თემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპულ საკითხებში ლუ შაიესთან 11-12 ივლისს ხორვატიაში ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.ამასთან, აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო და ჩინეთი განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი იყო განხილვის მთავარი თემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპულ საკითხებში ლუ შაიესთან 11-12 ივლისს ხორვატიაში ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.
ამასთან, აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).