https://sputnik-georgia.com/20250713/qartulma-ocnebam-evropis-kritikas-upasuxa-294136541.html
ევროკავშირი უნდა გამოფხიზლდეს: „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის კრიტიკას უპასუხა
ევროკავშირი უნდა გამოფხიზლდეს: „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის 16 ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება... 13.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-13T10:52+0400
2025-07-13T10:52+0400
2025-07-12T21:11+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველო კვლავ გახდა ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკის სამიზნე, რომლებმაც დაგმეს ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაპატიმრებები, ახალი კანონები და საქართველოს გზას „ანტიევროპული“ უწოდეს, რაზეც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მათ ურჩია „თავად დაუბრუდნენ დემოკრატიის გზაზე“.დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის 16 ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების დაპატიმრებებს „საქართველოს ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნა უწოდეს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს“.ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი აქტივისტების დაპატიმრებებსა და ოპოზიციური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელებს, საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებად მიიჩნევს.„დღეს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებსა და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.დღეისთვის გისოსებს მიღმა რვა ოპოზიციონერი იმყოფება: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. თითოეულ მათგანს 7-დან 8 თვემდე თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.ამას მაშინვე მოჰყვა რეაქცია საქართველოში. პირველი, ვინც რეაგირება მოახდინა, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო.ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებები კონკრეტული დანაშაულებისთვის ხდება.„ამ ჩვიდმეტ ქვეყანას ერთ რამეს ვეტყვი: თავიანთ ქვეყნებში ჩაიხედონ. თუ ვინმე მათ პოლიციელს ფეხს დაარტყამს, თუ ვინმე მათ პარლამენტს დაწვავს, თუ მათ პიროტექნიკას ესვრის, მოითმენენ კი ისინი ამ ყველაფერს და არ მოახდენენ რეაგირებას?” - განაცხადა პაპუაშვილმა და ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.მისი თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს თანასწორ ქვეყნად არ თვლიან, რაც ქართული საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.აშშ-მ ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და გარკვეული დაფინანსება. ამასთან, აშშ-მ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
ევროკავშირი უნდა გამოფხიზლდეს: „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის კრიტიკას უპასუხა
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის 16 ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველო კვლავ გახდა ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკის სამიზნე, რომლებმაც დაგმეს ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაპატიმრებები, ახალი კანონები და საქართველოს გზას „ანტიევროპული“ უწოდეს, რაზეც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მათ ურჩია „თავად დაუბრუდნენ დემოკრატიის გზაზე“.
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის 16 ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი
განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების დაპატიმრებებს „საქართველოს ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნა უწოდეს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს“.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი აქტივისტების დაპატიმრებებსა და ოპოზიციური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელებს, საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებად მიიჩნევს.
„დღეს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებსა და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
დღეისთვის გისოსებს მიღმა რვა ოპოზიციონერი იმყოფება: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. თითოეულ მათგანს 7-დან 8 თვემდე თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ამას მაშინვე მოჰყვა რეაქცია საქართველოში. პირველი, ვინც რეაგირება მოახდინა, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო.
„გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებები კონკრეტული დანაშაულებისთვის ხდება.
„ამ ჩვიდმეტ ქვეყანას ერთ რამეს ვეტყვი: თავიანთ ქვეყნებში ჩაიხედონ. თუ ვინმე მათ პოლიციელს ფეხს დაარტყამს, თუ ვინმე მათ პარლამენტს დაწვავს, თუ მათ პიროტექნიკას ესვრის, მოითმენენ კი ისინი ამ ყველაფერს და არ მოახდენენ რეაგირებას?” - განაცხადა პაპუაშვილმა და ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს თანასწორ ქვეყნად არ თვლიან, რაც ქართული საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.
„ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგანაც უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათ მიერ დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
აშშ-მ ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და გარკვეული დაფინანსება. ამასთან, აშშ-მ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.