https://sputnik-georgia.com/20250713/batumi-zalosnobashi-evropis-chempionats-umaspinzlebs-294142696.html
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. 13.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-13T22:00+0400
2025-07-13T22:00+0400
2025-07-13T22:28+0400
საქართველო
სპორტი
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/04/251369629_0:89:2201:1327_1920x0_80_0_0_df2af70aa3e0b0d854681e753d551056.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმი 2026 წლის აპრილში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს პრესსამსახური.ტურნირისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ფედერაციის ფინანსურ დირექტორ ასტრიტ ჰასანთან შეხვედრა გამართა.თბილისში ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელობა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახა კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც კვირას გაიხსნა.ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც აჭარა ამ მასშტაბის ტურნირს უმასპინძლებს. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა - ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს. სპორტის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის ჩემპიონატზე აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/04/251369629_156:0:2045:1417_1920x0_80_0_0_70408cb69d83b862e23c9c6707176373.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
22:00 13.07.2025 (განახლებულია: 22:28 13.07.2025) 2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმი 2026 წლის აპრილში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს პრესსამსახური.
ტურნირისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ფედერაციის ფინანსურ დირექტორ ასტრიტ ჰასანთან შეხვედრა გამართა.
თბილისში ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელობა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახა კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც კვირას გაიხსნა.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ჩემპიონატის საორგანიზაციო დეტალები, ასევე საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.
ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც აჭარა ამ მასშტაბის ტურნირს უმასპინძლებს. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა - ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს.
სპორტის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის ჩემპიონატზე აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.