თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 19-დან 53 წლამდეა, საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ერთ-ერთი მათგანი ირანის მოქალაქეა. ბრალდებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა და მდმა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0