https://sputnik-georgia.com/20250712/kultura-aertianebs-saqartvelo-da-cineti-civilizaciata-globaluri-dialogistvis-294129598.html
კულტურა აერთიანებს: საქართველო და ჩინეთი ცივილიზაციათა გლობალური დიალოგისთვის
კულტურა აერთიანებს: საქართველო და ჩინეთი ცივილიზაციათა გლობალური დიალოგისთვის
Sputnik საქართველო
საქართველო საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც სავაჭრო ხიდს აზიასა და ევროპას შორის აბრეშუმის გზის აღორძინების ფონზე 12.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-12T11:20+0400
2025-07-12T11:20+0400
2025-07-12T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294121234_0:1:1918:1080_1920x0_80_0_0_ec853aebbe588257423fcb5bc2f2b92a.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველო გლობალური არასტაბილურობის პირობებში კულტურათა დიალოგს მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცების გასაღებად მიიჩნევს, ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.ხუთშაბათს პეკინში დაიწყო ცივილიზაციათა გლობალური დიალოგის მინისტერიალის შეხვედრა თემაზე „ადამიანთა ცივილიზაციის მრავალფეროვნების შენარჩუნება მსოფლიო მშვიდობისა და განვითარებისთვის“. ორდღიან ფორუმს 140 ქვეყნისა და რეგიონის 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა კულტურული მრავალფეროვნებისა და ურთიერთგაცვლის როლზე კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაში.მისი თქმით, ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელმაც ყველა სფეროში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, კულტურა ერის სახეა და მისი განვითარების მრავალფეროვნებას ადასტურებს.საქართველო, ისევე როგორც ჩინეთი, უძველესი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს. უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო ყოველთვის ევროპულ და აზიურ კულტურათა თავშეყრის ადგილი იყო, აღნიშნა გაბუნიამ.„თუმცა, ქართულ კულტურას არასდროს დაუკარგავს საკუთარი უნიკალურობა და ის ყოველთვის ყველა ერისგან განსხვავებული და თვითმყოფადი, უწყვეტ ტრადიციებზე დაფუძნებული იყო“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.მისი თქმით, საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი და სავაჭრო-ეკონომიკური ხიდი აზიასა და ევროპას შორის, მათი გაზიარების სივრცე იყო.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294121234_239:0:1679:1080_1920x0_80_0_0_9cb4b115589c2d1a1f6ca08ae3bff2b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კულტურა აერთიანებს: საქართველო და ჩინეთი ცივილიზაციათა გლობალური დიალოგისთვის
საქართველო საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც სავაჭრო ხიდს აზიასა და ევროპას შორის აბრეშუმის გზის აღორძინების ფონზე
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველო გლობალური არასტაბილურობის პირობებში კულტურათა დიალოგს მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცების გასაღებად მიიჩნევს, ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ხუთშაბათს პეკინში დაიწყო ცივილიზაციათა გლობალური დიალოგის მინისტერიალის შეხვედრა თემაზე „ადამიანთა ცივილიზაციის მრავალფეროვნების შენარჩუნება მსოფლიო მშვიდობისა და განვითარებისთვის“. ორდღიან ფორუმს 140 ქვეყნისა და რეგიონის 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა კულტურული მრავალფეროვნებისა და ურთიერთგაცვლის როლზე კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაში.
„ჩემთვის დიდი პატივია, 2025 წლის „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქართველ ერს წარმოვადგენდე. გლობალური ცივილიზაციათა დიალოგი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც ერთა შორის და პირველ რიგში, კულტურათა დიალოგს ისახავს მიზნად“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელმაც ყველა სფეროში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, კულტურა ერის სახეა და მისი განვითარების მრავალფეროვნებას ადასტურებს.
საქართველო, ისევე როგორც ჩინეთი, უძველესი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს. უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო ყოველთვის ევროპულ და აზიურ კულტურათა თავშეყრის ადგილი იყო, აღნიშნა გაბუნიამ.
„თუმცა, ქართულ კულტურას არასდროს დაუკარგავს საკუთარი უნიკალურობა და ის ყოველთვის ყველა ერისგან განსხვავებული და თვითმყოფადი, უწყვეტ ტრადიციებზე დაფუძნებული იყო“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი და სავაჭრო-ეკონომიკური ხიდი აზიასა და ევროპას შორის, მათი გაზიარების სივრცე იყო.
„დღეს მსოფლიოში რთული დროა. საერთაშორისო ურთიერთობები მყიფეა. კულტურას ერებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება შეუძლია. მსოფლიოს ერთა შორის კულტურათა დიალოგი მეტ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს წარმოშობს, მიტევებისა და კომპრომისისკენ, დაახლოებისკენ უბიძგებს, რაც სამყაროს ბევრად უფრო მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).