ძველი საბურავების განთავსების ახალი წესები თბილისში 2026 წლიდან ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerძველი საბურავები
ძველი საბურავები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2025
გამოწერა
თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ დედაქალაქში უკვე განახორციელა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ძველი საბურავების, მანქანების, ჯართის და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის ახალი წესები 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
თბილისის საკრებულომ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციის ახალი წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ჯერ კიდევ 2024 წელს დაამტკიცა.
რეგლამენტი ძალაში 2025 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო, მაგრა, ბიზნეს სექტორის მოუმზადებლობის გამო მისი ამოქმედება გადაიდო.
წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების.
კერძოდ, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელთაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული და 1 500-ზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. ასევე, ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.
დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა) განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.
აღნიშნული მასალები უნდა ინახებოდეს დახურულ შენობებში, სადაც ბეტონის იატაკი იქნება მოწყობილი.
დღესდღეობით, არაერთი საწყობია საცხოვრებელი შენობების გვერდით არის განთავსებული და საბურავები ხშირად ღია ცის ქვეშ ინახება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს იწვევს. ასეთი ხანძარი გარშემომყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან რეზინისა და პლასტმასის წვის დროს ჰაერში ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0