თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

© courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: მეფედრონი, მდმა, მეტამფეტამინი, პსილოცინის შემცველი სოკო, გამომშრალი მარიხუანა და პრეგაბალინი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0