https://sputnik-georgia.com/20250711/sursatis-saagrntom-qobuletsi-250-kg-yveli-da-192-qila-mawoni-daluqa-294123289.html
სურსათის სააგენტომ ქობულეთში რძის საწარმოში 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი დალუქა
სურსათის სააგენტომ ქობულეთში რძის საწარმოში 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი დალუქა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 31 რძის მწარმოებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა. 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T19:26+0400
2025-07-11T19:26+0400
2025-07-11T19:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/05/238130508_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_011acacab707451c1da6a2e87ae149dd.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქობულეთში ერთ-ერთი რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო დაჯარიმდა და წარმოება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქობულეთში ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. „ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/05/238130508_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_3c0d007dbf71bb1c8eb655a22bdbc209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სურსათის სააგენტომ ქობულეთში რძის საწარმოში 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი დალუქა
მიმდინარე წელს სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 31 რძის მწარმოებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქობულეთში ერთ-ერთი რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო დაჯარიმდა და წარმოება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქობულეთში ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
გარდა ამისა, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა.
„ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ.
მიმდინარე წელს რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო.