https://sputnik-georgia.com/20250711/sofel-glolastan-mdinare-wanwaxze-xidis-reabilitacia-dasrulda-294124288.html
სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T20:02+0400
2025-07-11T20:02+0400
2025-07-11T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259161207_113:167:1737:1080_1920x0_80_0_0_72323a94b55fcc80d0ed4f55f5728066.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. რაჭაში, მდინარე ჭანჭახზე შოვის სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სოფელ გლოლასთან, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შოვის სტიქიური მოვლენების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟებყული იყო დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა.მოეწყო ახალი ბურჯები, განახლდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები.საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც. უწყების ცნობით, შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259161207_297:186:1489:1080_1920x0_80_0_0_3bf8ba7faaaf0c1b6355a702600f638b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. რაჭაში, მდინარე ჭანჭახზე შოვის სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ გლოლასთან, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შოვის სტიქიური მოვლენების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟებყული იყო დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა.
მოეწყო ახალი ბურჯები, განახლდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც.
უწყების ცნობით, შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.