https://sputnik-georgia.com/20250709/rogoria-rijvadzis-janmrtelobis-mdgomareoba-294097545.html
პაციენტი რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან: კლინიკა რიჟვაძის მდგომარეობაზე
პაციენტი რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან: კლინიკა რიჟვაძის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე მესამე დღეა იმყოფება. 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T10:10+0400
2025-07-09T10:10+0400
2025-07-09T10:18+0400
საქართველო
საზოგადოება
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_0:0:2016:1134_1920x0_80_0_0_6b7be47a0b5458f1389c148b3a47e1e6.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა ნარჩუნდება, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“ თბილისში 7 ივლისს გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად, ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. იგი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა.8 ივლისს ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_260:0:1772:1134_1920x0_80_0_0_cbbb3896b2af983e633bcc99a7a17fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
პაციენტი რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან: კლინიკა რიჟვაძის მდგომარეობაზე
10:10 09.07.2025 (განახლებულია: 10:18 09.07.2025) გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე მესამე დღეა იმყოფება.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა ნარჩუნდება, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“ თბილისში 7 ივლისს გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.
„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკა დადებითია. ჰემოდინამიკური პარამეტრები შენახულია, კორეგირებულია, არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მხარდაჭერას. სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული. თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი, ალბათ, რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან", - განაცხადა რატიანმა.
თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად, ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. იგი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა.
8 ივლისს ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.