https://sputnik-georgia.com/20250708/sputnik-azerbaijanis-saqme-294090415.html
ბაქოს სასამართლომ „Sputnik-აზერბაიჯანის“ ადვოკატების აპელაცია არ დააკმაყოფილა
ბაქოს სასამართლომ „Sputnik-აზერბაიჯანის“ ადვოკატების აპელაცია არ დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ბაქოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხისა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვის... 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T18:19+0400
2025-07-08T18:19+0400
2025-07-08T18:19+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/59/247305910_0:144:3128:1904_1920x0_80_0_0_52d10fbea8a353e229a1176ee13cf80c.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ბაქოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხისა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვის ადვოკატების აპელაცია აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რომლებიც 1 ივლისს დააკავეს და ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის თანამშრომლებზე დაყრდნობით. შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და პროტესტი გადასცა „ბაქოს არამეგობრული ქმედებების“ გამო. ამასთან უწყებამ დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.მოგვიანებით ხუთი ჟურნალისტი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.როგორც რუსული მედია წერს, „Sputnik აზერბაიჯანზე“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივნისს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში შეკვეთილ მკვლელობებში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20250704/sputnik-azerbaijanis-saqme-294047492.html
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/59/247305910_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_23e6d6830314981c487c5e302e3ed0ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
ბაქოს სასამართლომ „Sputnik-აზერბაიჯანის“ ადვოკატების აპელაცია არ დააკმაყოფილა
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ბაქოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხისა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვის ადვოკატების აპელაცია აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რომლებიც 1 ივლისს დააკავეს და ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის თანამშრომლებზე დაყრდნობით.
„დღეს ბაქოს სასამართლომ ჩვენი კოლეგების — იგორ კარტავიხისა და ევგენი ბელოუსოვის ადვოკატების აპელაცია განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. სამწუხაროდ, ადვოკატების აპელაცია არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე ძალაში დარჩა. ჩვენი მეგობრები კვლავ ციხეში რჩებიან“, — წერს სააგენტო.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და პროტესტი გადასცა „ბაქოს არამეგობრული ქმედებების“ გამო. ამასთან უწყებამ დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.მოგვიანებით ხუთი ჟურნალისტი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც რუსული მედია წერს, „Sputnik აზერბაიჯანზე“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივნისს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში შეკვეთილ მკვლელობებში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.