დაგვიბრუნეთ ჩვენი ბიჭები! - „როსია სეგოდნია“ ღია წერილს აქვეყნებს

© RIA Novosti
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2025
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ თანამშრომლები ბაქოში 30 ივნისს დაკავებული კოლეგების, სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელის, იგორ კარტავიხისა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვის გათავისუფლებას მოითხოვენ და მათთვის წაყენებულ ბრალდებას, თითქოს ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან, აბსურდულს უწოდებენ.
ამ მოთხოვნით მათ ღია წერილი-მიმართვა შეადგინეს და Sputnik-ის სხვადასხვაენოვან რედაქციებს დაუგზავნეს გამოსაქვეყნებლად:
„იგორ კარტავიხისა და ევგენი ბელოუსოვისთვის „ეფ-ეს-ბეს აგენტობის“ დაბრალება უბრალოდ აბსურდი კი არა, არამედ სრული აბსურდია. მთელი მათი ცხოვრება იყო საჯარო და ღია, რაც ლოგიკურია — ისინი ხომ პროფესიონალი ჟურნალისტები არიან. ეს იმდენად აშკარაა და იმდენად მარტივად მოწმდება „გუგლში“ უბრალო შეკითხვით, რომ უმცირესი ეჭვიც კი არ შეიძლება, რომ არსებობდეს.
იგორი და ჟენია არიან ჟურნალისტები, იყვნენ მთელი ცხოვრება და სიამოვნებით მუშაობდნენ აზერბაიჯანში.
იგორი საერთაშორისო მიმომხილველია, განათლებით პოლიტოლოგია. აზერბაიჯანამდე 10 წელი მუშაობდა ჩვენს სააგენტოში, საერთაშორისო თანამშრომლობის დირექციაში. ეს მაქსიმალურად საჯარო და ღია განყოფილებაა.
2022 წელს მივლინებით წავიდა ბაქოში „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელად. სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისა თუ სამართალდამცველების მხრიდან, მისი საქმიანობის მიმართ არცერთი პრეტენზია არ ყოფილა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის მიწვევით ის შუშის II გლობალურ მედიაფორუმს სტუმრობდა. როდესაც ბაქოში მოსკოვის მრგვალ მაგიდაზე გასაგზავნ დელეგაციას არჩევდნენ, რომელიც აზერბაიჯანისა და რუსეთის მედიების თანამშრომლობას ეძღვნებოდა, ბაქოელმა კოლეგებმა თავად მიიწვიეს იგორი, და მოსკოვში მისი ადგილი მაგიდის აზერბაიჯანულ ხარეს იყო.
იგორი აქტიურად კონტაქტობდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან და კარგი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ბაქოს ოფისში აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, სტუდენტები და ჟურნალისტები დადიოდნენ სტუმრად. ატმოსფერო იქ ყოველთვის მეგობრული იყო.
მაგრამ მერე იქ პოლიცია მივიდა აბსურდული ბრალდებებით და წაიყვანა ჩვენი ბიჭები — დამნაშავეებივით ხელებგადაგრეხილები.
ჟენია ბელოუსოვი სააგენტო Sputnik-ში 8 წელია, მუშაობს. მანამდე ასევე 8 წელი ჟურნალისტად მუშაობდა „ვესტი მასკვაში“. რანაირი „ეფესბეს“ აგენტია?“ ვის უთვალთვალებდა რუსეთის დედაქალაქში?
ის განათლებით ისტორიკოსია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ბაქოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად წავიდა და იქ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი, როგორც შეფ-რედაქტორის საქმიანობისადმი, არანაირი პრეტენზია არ ყოფილა არც ხელისუფლებისა და არც ქვეყნის საზედამხედველო ორგანოებისგან. ვერც იქნებოდა.
დაგვიბრუნეთ ჩვენი ბიჭები!“
ყველა ახალი ამბავი
0