https://sputnik-georgia.com/20250708/policiam-arasrulwlovnebi-daakava-294085916.html
არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს და მომხდარი ტელეფონით გადაიღეს: დაკავებულია 9 პირი
არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს და მომხდარი ტელეფონით გადაიღეს: დაკავებულია 9 პირი
Sputnik საქართველო
დაკავებულებიდან ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T12:28+0400
2025-07-08T12:28+0400
2025-07-08T12:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_0:2:2596:1462_1920x0_80_0_0_f3f7c36dde7333cfc4e3997802c0d0d9.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 14-დან 30 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, მათ 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც სხვა ბრალდებული პირები იმყოფებოდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_322:0:2274:1464_1920x0_80_0_0_894338769daf8dc00e316eee63076e8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს და მომხდარი ტელეფონით გადაიღეს: დაკავებულია 9 პირი
დაკავებულებიდან ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 14-დან 30 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, მათ 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც სხვა ბრალდებული პირები იმყოფებოდნენ.
„ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს