https://sputnik-georgia.com/20250707/shss-tornike-rijvadzestan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs-294073333.html
შსს: თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით „ჯეოჰოსპიტალსშია" მოთავსებული
შსს: თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით „ჯეოჰოსპიტალსშია" მოთავსებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T10:13+0400
2025-07-07T10:13+0400
2025-07-07T10:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_0:0:1272:716_1920x0_80_0_0_c2fc5efdc96286278a35dbe4a3102ec4.jpg
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.უწყების ცნობით, რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი.ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივლისის გვიან ღამით, საგარეჯოში მოხდა.რიჟვაძე მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტიდან მიმდინარე წლის 4 აპრილს გადადგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_181:0:1272:818_1920x0_80_0_0_b475ae50c1928a31b60ec16f499f466d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა,
იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივლისის გვიან ღამით, საგარეჯოში მოხდა.
რიჟვაძე მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტიდან მიმდინარე წლის 4 აპრილს გადადგა.