https://sputnik-georgia.com/20250707/sardjveladze-rijvadzis-janmrtelobis-mdgomareobaze-294079085.html
ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა: ჯანდაცვის მინისტრი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობაზე
ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა: ჯანდაცვის მინისტრი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
მიხეილ სარკველაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც ამჯამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე იმყოფება. 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T19:00+0400
2025-07-07T19:00+0400
2025-07-07T19:00+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_0:0:1272:716_1920x0_80_0_0_c2fc5efdc96286278a35dbe4a3102ec4.jpg
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვი აქვს დაზიანებული, სხვა სასიცოცხლო ორგანოებს ცეცხლნასროლი ჭრილობა არ შეხებია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკაში მოინახულა. 7 ივლისს, გამთენიისა რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს - რიჟვაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმედ ფასდება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.როგორც მინისტრმა განმარტა, რიჟვაძეს გადაუდებელი ღონისძიებები, მათ შორის, ქირურგიული ოპერაცია „ჯეო ჰოსპიტალსში" ჩაუტარდა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.დღესვე გავრცელდა თორნიკე რიჟვაძის წერილიც, სადაც რიჟვაძემ თავისი საქციელის მიზეზად კორუფციისა და ნარკომოვაჭრეთა მფარველობის ბრალდება დაასახელა.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანია დაკავებული. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს რიჟვაძე ახვლედიანის დედის სახლში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_181:0:1272:818_1920x0_80_0_0_b475ae50c1928a31b60ec16f499f466d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა: ჯანდაცვის მინისტრი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობაზე
მიხეილ სარკველაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც ამჯამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე იმყოფება.
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვი აქვს დაზიანებული, სხვა სასიცოცხლო ორგანოებს ცეცხლნასროლი ჭრილობა არ შეხებია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკაში მოინახულა.
7 ივლისს, გამთენიისა რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს - რიჟვაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმედ ფასდება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„თორნიკე რიჟვაძე ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინაიდან მძიმე ტრავმები აქვს. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა სიცოცხლის გადარჩენისთვის. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის. ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა, რიჟვაძეს გადაუდებელი ღონისძიებები, მათ შორის, ქირურგიული ოპერაცია „ჯეო ჰოსპიტალსში" ჩაუტარდა.
„ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ საჭირო პარამეტრები აღდგენილიყო”, -აღნიშნა სარჯველაძემ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
დღესვე გავრცელდა თორნიკე რიჟვაძის წერილიც, სადაც რიჟვაძემ თავისი საქციელის მიზეზად კორუფციისა და ნარკომოვაჭრეთა მფარველობის ბრალდება დაასახელა.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანია დაკავებული. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს რიჟვაძე ახვლედიანის დედის სახლში იმყოფებოდა.